საქართველოს მთავრობის დადგენილება №419

სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველსაყოფად, დამტკიცდეს თანდართული სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური