პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ეგვიპტეში

პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ეგვიპტეში2010 წლის 19-21 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ეგვიპტეს საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ფაიზა ნაბუ ელ ნაგას (Fayza Abou El Naga) და ეგვიპტეს საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ აბუ ელ გეითს (Ahmed Abou El Gheit) შეხვდა.

აგრეთვე, გაიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ეგვიპტეს პრემიერ-მინისტრს აჰმედ ნაზიფს (Ahmed Nazif) შეხვედრა. მხარეებმა ეკონომიკური საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ეგვიპტეს პრემიერ–მინისტრი აჰმედ ნაზიფიპროექტები და საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრეს.

"ძალიან საინტერესოა ის პროექტები, რომელიც განვიხილეთ. შესაძლოა ეგვიპტეში ქართული ღვინის და ქართული ბორჯომის იმპორტი მოხდეს. აგრეთვე, ენერგეტიკაზეც ვისაუბრეთ. მათ ძალიან დააინტერესათ საქართველოში ჰიდრო მშენებლობის პერსპექტივამ. ვისაუბრეთ სატრანზიტო მაგისტრალზე,რომელიც აერთიანებს ეგვიპტეს ცენტრალურ აზიასთან. ყაზახეთსა და ეგვიპტეს შორის საკმაოდ დიდია ვაჭრობაა. აქ საქართველომ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს," - აღნიშნა ნიკა გილაურმა ეგვიპტეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ეგვიპტეს ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური