საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილური 2010 წლის 14-17 მარტს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ბელგიის პრემიერ-მინისტრს ივ ლეტერმს (Yves LETERME), ევროკომისარს ტრანსპორტის საკითხებში სიმ კალასს (Siim Kallas) და ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს (Štefan Füle) შეხვდა. მხარეებმა საჰაერო რეისების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებაზე ისაუბრეს.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, "ბრიუსელის კონფერენციაზე 4.5 მილიარდი იქნა შეპირებული საქართველოსთვის. აქედან რაღაც ნაწილი მოდიოდა ევროკავშირის დაფინანსებაზე. 2009 წელს ჩვენ ავითვისეთ საკმაოდ დიდი თანხა, ეს ძირითადად ლტოლვილებისთვის სახლების მშენებლობას მოხმარდა. წელსაც ჩვენ ვაპირებთ იგივე პროექტები გავაგრძელოთ და დაფინანსება მივიღოთ ევროკავშირისგან."

აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის (Herman Van Rompuy) შეხვდა. შეხვედრისას ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ევროკავშირს გამარტივებული ვიზებისა და რეადმისიების შეთანხმება აქვს.

„ამჟამად ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას განიხილავს. შეთანხმებაში თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული,"- აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეები მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ევრიკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოელის, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას შეასრულებს".

ჰერმან ვან რომპუის თქმით, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლებს არ აგზავნის, ამ პროცესს მაინც ყურადღებით დააკვირდება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ივ ლეტერმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ევროკავშირის პრეზიდენთთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გამარტივებული ვიზებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს აქვს გაფორმებული.

"ამჯერად ბრიუსელში ვიზიტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. შევხვდით თითქმის ყველა ევროკომისარს, რომელთაც საქართველოსთან შეხება აქვთ (ანდრის პიებალგს (ევროკომისარი ევროპის განვითარების საკითხებში) (Andris Piebalgs), გიუნტერ ოეტინგერს (ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში) (Günter Oettinger), კარელ დე გუჰტს (ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში) (Karel De Gucht).

აგრეთვე, შევხვდი ევროკავშირის პრეზიდენტს, ბატონ ჰერმნ ვან რომპუის. შეხვედრა ძალზედ წარმატებულად წარიმართა და მისი გნცხადებებიც აბსოლუტურად ყველა იმ მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხს ეხებოდა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აწუხებს. მათ შორის იყო ის, რომ რუსეთის მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ არის შესრულებული. და ეს მის (რპომპუის) განცხადებაში იყო ნახსენბი.

შეხვედრისას ვისაუბრეთ ორ შეთანხმებაზე, რომელზეც ევროკავშირთან ვმუშაობთ, ეს არის ვიზის გამარტივების შესახებ და თავისუფალი ვაჭრბის შესახებ შეთანხმებები.

მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირთან გვქვს საუკეთესო და ყოვლისმომცველი ურთიერთობები. ფაქტები თავისით მიგვითითებენ ამაზე.

დასრულდა მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ და ბატონი ვან რომპუის განცხადებით, ივნისის თვეში ამ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს თვეებში შეეძლებათ ბევრჯერ უფრო გამარტივებული პროცედურებით მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ვიზა, ხოლო გარკვეულ კატეგორიას ვიზა არ დასჭირდება. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან სპორტსმენები, კულტურისსაქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ევროკომისარი ანდრის პიებალგი მოღვაწენი და სხვა.

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის კავშირის გაზრდაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ დღეს თბილისში მხოლოდ რამოდენიმე ევროპული ავიაკომპანია დაფრინავს და თბილისი პირდპირ დაკავშირებულია რამოდენიმე ევროპულ ქალაქთან, საავიაციო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ევრპულ ავიაკომპანიას თბილისში ფრენების განხორციელების შესაძლებლობა ექნება. ბევრჯერ უფრო გაიზრდება იმ ქალაქების რაოდენობა, რომელთაც თბილისი პირდაპირი ავიარეისებით დაუკავშირდება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროპას შორის უფრო დიდი მობილურობა იყოს, ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაიზარდოს, ევროპიდან საქართველოში ბიზნესმენების ვიზიტებმა იმატოს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ევროკომისარი გიუნტერ ოეტინგერიორივე საკითხთან შეთანხმების პროცესი დასრულებულია, მოლაპრაკებების ბოლო წერტილი დასმულია. ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და უახლოეს მომავალში ჩვენ ამ ხელშეკრულებებს ხელმოწერილს ვიხილავთ," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ევროპის კომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს (Jose Manuel Barosso) შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ისაუბრეს.

ხოსე მანუელ ბაროზომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობიას მხარს უჭერს და ოკუპირებულ ტეიროტირიებთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგია დადებითად შეაფასა. ბაროზომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო რუსეთი გააკრიტიკა.

"ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ახალ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. ძალზედ მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარება და ახალი ბაზრების მოძიება.

მივესალმებით საქართველოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ოკუპირებული რეგიონების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანას კონფლიქტების მშვიდობიანად და დიპლომატიურად მოგვარება სურს. ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ასრულებს ნაკირს ვალდებულებებს. ამ პრობლემის მოგვარების საკითხში ჟენევის მოლაპარაკებებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ევროპის კომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზოგადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ.

სამწუხაროდ ჟენევის ყველა შეხვედრა უშედეგოდ სრულდება. არც სადამკვირვებლო მისიას ეძლევა საშუალება შევიდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს სამწუხარო ფაქტია. ქვეყნის განვითარებაში რეფორმები გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ამ კუთხით საქართვეველოს კორუფციასთან ბრძოლასა და სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს. ვფიქრობ, მკვეთრი ნაბიჯები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მედია-თავისუფლების კუთხითაც გადაიდგმება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს,"- განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მჭიდრო ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით უფრო ამყარებს ჩვენს კავშირს. ველოდებით კონკრეტულ შედეგებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კვლავ გახანგრძლივდება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური