2011 წლის 3 მაისის მთავრობის სხდომა

 2011 წლის 3 მაისის მთვრობის სხდომა

2011 წლის 3 მაისს ქ. თელავში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 42 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ გასვლითი სხდომების ტრადიცი განახლდა და სხდომები საქართველოს სხვადასხვა რეგინში გაიმართება:

„მოგესალმებით. გასული წლების განმავლობაში გასვლითი მთავრობის სხდომების სახით ტრადიცია გვქონდა. გვინდა ეს ტრადიცია აღვადგინოთ. ახლა თელავში ვართ და პირველ გასვლით სხდომას კახეთში ვატარებთ. აუცილებლად ყველა რეგიონში გავალთ და იმ რეგიონების პრობლემებს გავეცნობით და იმ რეგიონების პროექტებს გავეცნობით, სადაც იქნება მთვრობის სხდომა. დღეს კახეთში, თელავში ვართ და დღევანდელი მთვრობის სხდომის მთვარი საკითხები ამ რეგიონს შეეხება, გვექნება დისკუსია იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც ვახორციელებთ წლევანდელი წლის განმავლობაში, იმ პროექტების შესახებ რომლებიც გასულ წლებში განხორციელდა და დავგეგმავთ წლევალნედლი წლის ბოლოს და მომავალი წელს განსახორციელებელ პროექტებს.

კახეთში ბევრი რამე კეთდება, ბევრი რამე გაკეთდა გასულ წელს. წელსაც დაგეგმილია პროექტები, 57 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება წელს კახეთის რეგიონში. ეს მხოლოდ ბიუჯეტიდან დაგეგმილი პროექტებია. ამას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დაფინანსებული პროექტებიც დაემატება, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და აზიის განვითრების ბანკი. მათთანაც გვაქვს მოლაპარაკებები დამატებითი პროექტების განხორციელებაზე.

რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრებს, რომლებიც გამოყოფილია ინფრასტრუქტურაზე კახეთის რეგიონში. ეს ძირითადად შეეხება სასმელ წყლებს და გზებს. 57 მილიონი ლარიდან 16 მილიონი ლარი სწორედ სასმელი წყლების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება და 31 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება გზების რეაბილიტაციაზე. ამაში შედის როგორც ადგილობრივი გზები,ასევე ისეთი გზა,როგორიც არის გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა. შესაბამისად, ჩვენ ამ პროექტების განხორციელებას დავაკვირდებით როგორ მიმდინარეობს. ადგილობრივი გზები კეთდება თელავში, ბევრი ადგილობრივი გზა კეთდება.

რამაზ, მინდა ერთი-ორი სიტყვით თქვა, როგორ მიმდინარეობს ამ გზების რეაბილიტაცია?"

რამაზ ნიკოლაიშვილი: „ბატონო პრემიერო, დღეს გუბერნატორთან ერთად მოვინახულეთ. ეს ჩვენი სამინისტროს დანაპირებია. ამ პროგრამას პირობითი სახელი ჰქონდა „ძველი თელავის ახალი ცხოვრება". კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ უბანში ვაგებთ 35 ათს მ2 გზას. ყველაზე რთული ის იყო, რომ თელავის ზედა მხარე წყალს მიჰქონდა, იქ წყალარიდების საშუალება არასდროს არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე მოვაგვარეთ. წყალარიდება დასრულებულია. 12 ცენტრალური ქუჩა ასფალტით იგება და 4 გზა ძველ სტილში შესრულდება. ეს პროგრამა სრულდება მაისის ბოლოს და ამით თელავის ცენტრალური გზების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.
გურჯაანი-ლაგოდეხის გზა შარშან დავიწყეთ და წელს ვაგრძელებთ. ვვარაუდობთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში მთლიანად დავასრულებთ. გზა მთლიანად გადაჭრის კახეთს, იგი საინტერესოა თავისი დატვირთვით, ეს გზა გურჯაანელებს ყოველთვის აწუხებდათ."

ნიკა გილაური: „15 სექტემბერს ერთი შეხვედრა ლაგოდეხში დავგეგმოთ და ამ გზის ახალ რეაბილიტირებული მდგომარეობა შევამოწმოთ. გიორგი, რამოდენიმე სიტყვით გვითხარი სტიქიის შესახებ. ამ დღეების განმავლობაში იყო წყალდიდობა ახმეტაში,ყვარელში. რა მდგომარეობაა ახლა და რას ველოდებით? "

გიორგი ღვინიაშვილი: „მოგახსენებთ, რომ რეგიონში რამოდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რამოდენიმე მდინარის ადიდების გამო განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა. იყო გარკვეულწილად ინფრასტრუქტურული დაზიანებები, რომელზეც მაშინვე დავიწყეთ მუშაობა და ფაქტიურად მოგვარებულია. ახმეტის რაიონში ორი სოფლის პრობლემა იყო, რომელიც რამოდენიმე საათით მოწყდა სამყაროს, მაგრამ დღეს ამის პრობლემა აღარ არის. რამდენიმე ბინაში იყო წყალი შესული, მაგრამ იმ დღესვე აღმოვფხვერით. გარკვეული რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები იქნა დატბორილი.

მთვარია, რომ დღეის მდგომარეობით მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე არ დგას. ყველანაირად მობილიზებულები ვართ ტექნიკით, ხალხით და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მზად ვართ.

დღეს არცერთი ადგილი მოწყვეტილი არ არის. მოძრაობა აღდგენილია."

ნიკა გილაური: „ბაკურ, უამინდობების გამო გარკვეული შეფერხებები გვექნება სოფლის მეურნეობაში. ყველაფერი უნდა გვქონდეს მობილიზებული იმისათის, რომ აგროვადებში ჩავეტიოთ, რამე დაგვიანებას არ ჰქონდეს ადგილი. გვითხარი კახეთის პროექტების შესახებ, რა გამოიწვია ამ უამინდობამ დაკონკრეტული რა გეგმა გვაქვს?"

ბაკურ კვეზერელი: "პირველ რიგში მნიდა აღვნიშნო, რომ შეფერხება ნამდვილად არის, სიმინდის პროგრამასთან მიმართებაში განსაკუთრებულად, რადგან ჭარბი ნალექის გამო ვერ დავიწყეთ აქტიური თესვითი ღონისძიებები. ჯამში 17 ათსი ჰექტარზე ითესება სიმინდი, საიდანაც 13 ჰექტარზე ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის დათესვას ვგეგმავთ. ნმიშვნელოვანია, რომ სათესი აგრეგატები მობილიზიებული იყოს, რათა აგროვადების დაცვით იმ ფართობის სრულად მოცვა დროულად მოხდეს, რაც ჯამში 13 ათს ჰექტარში გამოიხატება.

წელს არის გარკვეული სიახლეები კახეთის რეგიონში. წელს პირველად პლანტაციური სახით გაშენდა ზეთის ხილისა და ბროწეულის პლანტაციები ყვარლის, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონებში. ეს ძლიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დივერსიფიცირებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მწარმოებლები ამ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანენ, ძლიან დიდია მოთხოვნაა როგორც ზეთის ხილზე, ასევე ბროწეულზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კერძო ინვესტიციებით გაგრძლდება და კერძო ინვესტორები ნამდვილად ეცდებიან მაღალრენტაბელური კულტურები გააშენონ. ეს ძლიან კარგ შედეგებს მოგვცემს მომავალი 2 წლის განმავლობაში."

ნიკა გილაური: "კახეთს აქვს იმის უზარმაზარი პოტენციალი, რომ რეგიონში როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურისტულ ცენტრად გადაიქცეს . ორი პოტენციალი გააჩნია და ეს გამოსაყენებელია. ახლა მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ეს პროექტები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყება ამა წლის სექტემბერ-ოქტომბერში. სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით მსოლიო ბანკთან დამატებითი თანხების გამოყოფაზე ვმუშაობთ. ეს ორივე არის ის პოტენციალი, სადაც შეიძლება ძალიან დიდი მოგება ნახოს არა მარტო კერძო სექტორმა, არამედ მოსახლეობამაც და ბევრი ადამიანი დასაქმდეს რეგიონში ამ მიმართულებებით. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ დივერსიფიკაციის პროგრამა, რომელიც გვაქვს სოფლის მეურნეობაში. ეს ორი მიმართულებაა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმება შეიძლება. ამით რეგიონში ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა უმუშევრობის შეიძლება მოისპოს.

მინდა, რომ ამას გაუსვათ ხაზი და ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, როგორც სოფლის მეურნეობაშუ, ასევე ტურიზმის მიმართულებით. მსოფლიო ბანკთან ამაზე გვქონდეს ძირითადი მოლაპარაკებები. არის თანხები, არის დამატებითი რესურსი, რომელიც შეიძლება მსოფლიო ბანკიდან იყოს მოზიდული რეგიონის განვითრებაზე და მინდა, რომ ეს მიმართულება იყოს ჩვენთვის პრიორიტეტული."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური