2011 წლის 24 მაისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 24 მაისის მთვრობის სხდომა 2011 წლის 24 მაისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 76 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მაკროეკონომიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. სანამ მთავრობის სხდომის საკითხებზე გადავალთ, საზოგადეობას და მთავრობის წევრებს 2011 წლის პირველი სამი-ოთხი თვის რამოდენიმე მაკროეკონომიკური მონაცემი მინდა გავაცნო.

პირველ რიგში, მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი მონაცემი არის 6%-იანი ზრდა. ეს (მაჩვენებელი)დღეს რეგიონში ერთერთი ყველაზე უფრო მაღალია. პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6%-ით. ეს არის წინასწარი მონაცემი, ჯერ საბოლოო ციფრი არ გვაქვს. სტატისტიკის დეპარტამენტს საბოლოო ციფრი ექნება მომავალი ერთი თვის განმავლობაში. საბოლოო ციფრს, რომელიც გვექნება ჩვენ უახლოეს მომავალში, საზოგადეობას აუციელბლად გავაცნობთ.

საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებითაც ძალიან პოზიტიური ცვლილებები და ზრდა გვაქვს. პირველი ოთხი თვის განმავლობაში ექსპორტი 40%-ით არის გაზრდილი. დღეს რეგიონში ეს ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვეენბელია.

კარგი არის ის, რომ გაზრდილია ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა, გაზრდილია ექსპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტი და გაზრდილია გეორგაფიული არეალი. დღეს საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში გადის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია ახალ ბაზრებს იპყრობს.

ინფლაციასთან დაკავშირებული მონაცემები დღეს ერთერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებისთვის. მაისის ციფრი ჯერ არ გვაქვს. მარტის და აპრილის ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლები იყო ნულოვანი, ანუ წინა წელთან შედარებით ზრდა 0%-ი არის. თუმცა წლიური ინფლაცია, 12 თვიანი ინფლაცია მაინც ჯერ კიდევ მაღალია, 13%-ზე მაღალი ციფრია, რაც არ არის ჯერჯერობით კარგი. პროგნოზით მაისი-ივნისი-ივლისის თვეებში ეს ციფრი შემცირდება და სექტემბრისთვის წლიური ინფლაცია 10%-ზე ნაკლებს შეადგენს. სავარაუდოდ იქნება 8-9%-ი. ამას იმ მონაცემების ანალიზის შედეგად ვაკეთებთ, რომელიც გაგვაჩნია და რომელიც დღეს პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მსოფლიო ბაზრებზე გამოიკვეთა.

ასევე მინდა აღვნიშნო უმუშევრობის მაჩვენებელი. 2010-11 წლების უმუშევრობასთან დაკავშირებით საბოლოო დადასტურებული ციფრი უკვე გვაქვს. კარგი არის ის, რომ 2010 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში პირველად შემცირდა. მოგეხსენებათ, ყოველ წელს იზრდებოდა. მცირედ, მაგრამ მაინც პოზიტიური ცვლილება არის. უმუშევრობა 16,9%-დან ჩამოვიდა 16,3%-ზე. ანუ 2009 წელს უმუშევრობა თუ 16,9%-ი იყო, 2010 წელს ეს მაჩვენებელი არის 16,3%-ი. 0,6%-ით შემცირდა, რაც არ არის დიდი წინსვლა, მაგრამ პოზიტიური მიმართულება არის. ვვარაუდობთ, რომ ეს მიმართულება გაგრძელდება მომავალშიც."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური