ზურაბ ნასარაია

დაბადების თარიღი: 19.10.1973

პროფესიული გამოცდილება:

2014-2018 - საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.

2010-2014 - სს "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი, სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

2009-2010 - შპს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიის შ.პ.ს. "ფროფერთი მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი.

2008-2009 - შპს "საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე.

2007-2008 - შპს "საქართველოს რკინიგზის" სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

2004-2007 - შპს "საქართველოს რკინიგზის" შრომის, ხელფასისა და სტრუქტურული მოწყობის განყოფილების უფროსი.

2002-2004 - საქართველოს პარლამენტის წევრი;

საქართველოს პარლამენტის საგადასახადო შემოსავლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრი;

საქართველოს პარლამენტის ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი;

2002 - ქ. ფოთის საკრებულოს წევრი.

1999-2002 - ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულო, მერია) აპარატის უფროსი.

1998-1999 - ქ. ფოთის მერიის კანცელარიის უფროსი.

1997-1998 - 100% სახელმწიფო წილის მქონე სააქციო საზოგადოება "ფოთის გემსაშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

1997 - ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

1996-1997 - ქ. ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების ცენტრის თავმჯდომარე.

1995-1996 - ქ. ფოთის მალთაყვის უბნის მუნიციპალური ტერიტორიის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

1993-1995 - ქ. ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

1990-1993 - ქ. ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურის ეკონომისტი.


განათლება

1990-1995 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი; მართვა-მანქანათმშენებლობის სპეციალობა. კვალიფიკაცია - ინჟინერ-ეკონომისტი.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

სხვა ინფორმაცია

ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი

უცხო ენა: რუსული (თავისუფლად), ინგლისური (საშუალოდ)