2014 წლის 16 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-05-16

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილა, დაემატა 2 საკითხი, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო 2 საკითხის განხილვა, დამტკიცდა 22 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე", რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისთვის აუცილებელი შიდა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნას გულისხმობს.
მთავრობამ ასევე მოიწონა დადგენილების პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც სხდომაზე დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ წარადგინა. პროექტის თანახმად, ზუგდიდში 74 დევნილი ოჯახის წყალმომარაგებისთვის 205 ათასი ლარი დაიხარჯება.
მთავრობამ დღეს „ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმაც დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური