2014 წლის 3 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილა. გადაიდო 4 საკითხი, დაემატა - 5 საკითხი, დამტკიცდა - 25 საკითხი. დღის წესრიგი.

მთავრობის სხდომამ დაამტკიცა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ," რომლის მიხედვით დაიწყება ელექტროფიცირება ლენტეხის 3 სოფლის - მანანაური, ბავარი, ცხუმალდი. სამივე სოფელში ცხოვრობს 35 მოსახლე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური