2017 წლის 2 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-02

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, შპს "დაუთასათვის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ", რომლის თანახმად, მეწარმეს ონში გადაეცემა მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით, სადაც რქოსანი პირუტყვის ფერმას შექმნის.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა  განკარგულება "სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ", რომლის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში 3867 წვევამდელს გაიწვევენ. საგაზაფხულო გაწვევა თებერვლიდან დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური