2017 წლის 30 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა ,,ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია" და ასევე - დადგენილების პროექტი ,,ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ".

მიწათსარგებლობის გეგმის  გადამუშავება და განახლება ბახმაროს სრულ რეაბილიტაციას და მის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას ისახავს მიზნად, რათა ბახმარო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს არამხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური