გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-21

—

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს განსაკუთრებული მეგობრული და ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. როგორც ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება, თუმცა არსებობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მეტი რესურსი, რისთვისაც ორივე მხარემ მზადყოფნა დააფიქსირა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური