საქართველოს მთავრობის განკარგულება N571

საქართველოს მთავრობის განკარგულება N571
03 დეკემბერი, 2006

ლ. ბეგიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ,,სურსათისა და თამბაქოს შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესა­ხებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" და ,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამა­ტე­ბების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგე­ნილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომი­ტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლილი ბეგიაშვილი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი