საქართველოს მთავრობის განკარგულება N570

საქართველოს მთავრობის განკარგულება N570
03 დეკემბერი, 2006

ლ. ბეგიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,სარეგისტრაციო მოსაკ­რებ­ლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ,,სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშე­ბის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", ,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ", ,,მცენარეთა ახალი ჯიშე­ბის დაცვის შესახებ", ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაო­ბაზე", ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარ­ღვე­ვათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტში საქარ­თველოს მთავ­რობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგე­ნილ კანონპროექ­ტებზე საქართველოს პარლამენტის საკომი­ტეტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლილი ბეგია­შვი­ლი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი