საქართველოს მთავრობის განკარგულება N568

საქართველოს მთავრობის განკარგულება N568
03 დეკემბერი, 2006

ლ. გოცირიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლა­მენ­ტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინი­ცია­ტივით წარდგენილ კანონპროექტზე ,,საქართველოს საგა­და­სახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაი­ნიშ­ნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოად­გილე ლაშა გოცირიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი